თბილისში პიტბულმა ქალი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ქალს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მას ნაფლეთოვანი ჭრილობები სახის, კისრის, გულმკერდის, მუცლის, ქვემო კიდურების არეში ჰქონდა.
„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ტრავმიდან გამომდინარე. კვლავ გრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, მუშავდება ჭრილობები ქირურგების მიერ, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.