ამ წუთებში ოზურგეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე აქციაა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 8 წელია ამ ქუჩის ბოლოში წყლის მთავარი მაგისტრალი გატეხილია და წყალი გადმოდის.
8 წელია ეს პრობლემა გვაწუხებს. ქუჩის ბოლოში წყლის მთავარი მაგისტრალი გატეხილია და წყალი გადმოდის. იქვეა საკანალიზაციო ჭა, რომელიც ზოგჯერ იჭედება და ირევა ამ წყალში და ნახევარი ქალაქი ამ ფეკალურ მასიან წყალს სვამს. ნოემბერში 2-ჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა”.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან წყალკანალის ყოფილი დირექტორი გია ჩხაიძე, რომელიც ამბობს, რომ ჯერ არ არის გათავისუფლებული და ამჟამინდელი ხელმძღვანელი, დათო ჩხაიძე, რომლის თქმით ის ჯერ არ დანიშნულა. მათი თქმით, ამ ადგილას სხვადასხვა სისტემა იყრის თავს და პრობლემა მარტივად ვერ გადაწყდება.
“გურია ნიუსი” ადგილზე იმყოფება და ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ უახლოეს დროში მოგაწვდით.