https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია“

6:10; 28.10.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულ ფეხბურთს დღეს მძიმე დროება უდგას. ერთ დროს ქართველთათვის წარმატებული სპორტის სახეობა სულს ღაფავს და ქილიკის საგნად გადაიქცა. რამ გამოიწვია უკუსვლა? ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ერთი წერილიც არ ეყოფა.

ქართველ ფეხბურთელთა ბოლო წარმატებები ნოდარ ახალკაცის სახელთანაა დაკავშირებული. 1999 წელს გულშემატკივრებმა ახალკაცი მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. რასაკვირველია ჩვენში ამ გადაწყვეტილებამ დიდი პოლემიკა გამოიწვია. ფეხბურთის თაყვანისმცემელთა ერთი ნაწილი პირველობას ანდრო ჟორდანიას აკუთვნიდა. ფაქტი ერთია: ახალკაცის ხელში თბილისის „დინამოს“ ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვებები ჰქონდა.

დღევანდელ წერილში ნოდარ ახალკაცის ადრინდელი ინტერვიუების ერთგვარ „დაიჯესტს“ წარმოგიდგენთ. ალბათ საინტერესო იქნება ამ უდიდესი მწვრთნელის მოსაზრებების კიდევ ერთხელ გაცნობა.

„ფეხბურთი ხელოვნებაა, ხელოვნება კი შეუძლებელია ტალანტების, წარსულის გამოცდილებისა და შთაგონების გარეშე.

ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია. პირველხარისხოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც, სწორად წარმართული სასწავლო-საწვრთნელი პროცესიც, სელექციური მუშაობაც, მაყურებლის მხარდაჭერაც და მრავალი სხვა.

საიდუმლოება არ მაქვს. წარმატების მისაღწევად საჭიროა კარგად შეისწავლო ფეხბურთელთა ფსიქოლოგია და შესაძლებლობები. როცა ამას მოახერხებ, შემდეგ გულდასმით უნდა აითვისო რეზერვები. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა პლუს ფეხბურთის სიყვარული! ამ სიყვარულის გარეშე, რომელიც პატარაობიდანვე უნდა იყოს ჩადებული მოთამაშესა თუ მწვრთნელში, უმაღლესი დონის მიღწევა წარმოდუგენელია.

ჩემი კრედო, როგორც მწვრთნელისა? ნაკლები ლაპარაკი და უკეთესი თამაში.

ერთხელ ერნესტ ჰემინგუეის ჰკითხეს, რა არის საჭირო მწერალი რომ გახდეო. მან ასე უპასუხა: ტალანტი, ნათელი წარმოდგენა საბოლოო შედეგზე და სინდისი. ეს ყველაფერი ფეხბურთელსაც სჭირდება და კიდევ – მაღალი მორალური თვისებები და მიზანსწრაფვა. ამით განისაზღვრება მოქცევის მანერები, თამაშის ინტელიგენტურობა და, როგორც ყველა ამ თვისების ჰარმონიული მთლიანობა – შემოქმედებითი სიხარული. ქართული ფეხბურთის სტილი წლების მანძილზე ყალიბდებოდა და ყოველთვის განისაზღვრებოდა ამ შემოქმედებითი სიხარულით.

ფეხბურთი იმითაცაა საინტერესო, რომ შედეგის გამოცნობა ძალიან რთულია. ყველამ ვიცით თამაშის წესები, თითქოს ძლიერმა აუცილებლად უნდა აჯობოს სუსტს, მაგრამ ასე არაა. 1950 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ნაკრები გადავსებულ „მარაკანაზე” ურუგვაის არცთუ ძლიერ გუნდთან დამარცხდა და ოქროს თასი დაკარგა. სწორედ ასეთი მოულოდნელობების გამო უყვართ გულშემატკივრებს ფეხბურთი.

ყველა ადამიანს აქვს პრინციპები, ჩემი კი ასეთია: თავი ავარიდო არასავალდებულო საუბარს.

თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში „დინამოსთვის” ყველაზე მძიმე როტერდამული შეხვედრა იყო. ჩვენ სამჯერ გავიტანეთ გოლი, მაგრამ მსაჯმა ერთიც არ ჩათვალა. ყოველი ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ მარტო ხასიათი არ გიფუჭდება, ნერვები გეშლება, ეს კი თამაშზე ურყოფითად მოქმედებს.

თასების თასის ფინალში ჩვენს მიერ გატანილი მეორე გოლი – ვიტალი დარასელიას ბურთს ვგულისხმობ, ნამდვილი იმპროვიზაცია იყო! გაიხსენეთ ის ეპიზოდი: დარასელიას პარტნიორი ერთი მხრიდანაც გაეხსნა და მეორე მხრიდანაც, თითქოს სიტუაცია კარნახობდა ვიტალის, რომ პასი უნდა მიეცა, მითუმეტეს, რომ მისკენ ერთდროულად ორი მცველი დაიძრა, მესამე კი დაზღვევაზე იყო, პლუს მეკარე… იმ წამებში ვფიქრობდი, რომ თვითონ ვიტალიც პასს აპირებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ დროს მის გონებაში მოხდა საოცრება, უხილავი და აუხსნელი, რაც საბოლოოდ ულამაზესი და მნიშვნელოვანი გოლით დაგვირგვინდა!

13 მაისს, დიუსელდორფში, ფინალამდე საათნახევრით ადრე ბიჭებს ვესაუბრებოდი. გასახდელის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი გავაღებინე, ვხედავ „ჰამბურგის” ყოფილი მენეჯერია, ვისთანაც კარგი დამოკიდებულება გვქონდა და ჩვენთან იყო მომაგრებული. დეპეშა გადმოგვცა. ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის დეპეშა იყო, გუნდს გვლოცავდა და გვამხნევებდა. ეს „დინამოსთვის” დიდი სტიმული იყო!

არასდროს დამიყვია ფეხბურთი „შემტევად” და „დაცვითად”. არიან მწვრთნელები, რომლებიც ბურთს წინდაწინ აძლევენ მოწინააღმდეგეს და უცდიან, როდის დაიწყებს მეტოქე შეტევას. ასეთების ერთადერთი მიზანი ისაა, რომ თავდასხმებს გაუძლონ და თუ გაუმართლათ, კონტრშეტევით გაიტანონ გოლი. ჩემი აზრით ეს ფეხბურთი არ არის.

ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს სპორტში ფსიქოლოგია. როცა „დინამოში” ვმუშაობდი, ჩემი პირველი დამხმარე ძალა ფსიქოლოგთა ჯგუფი იყო: ნორაკიძე, საყვარელიძე, გრიგოლავა, დვალი… ყველა ფეხბურთელზე, ვინც ჩვენთან იყო, ფსიქოლოგიური დახასიათება მაქვს. ეს ისეთი მასალაა, რომელსაც არცერთი ფეხბურთელი პირადად გაცნობილი არ არის. ეს მხოლოდ მე და ფსიქოლოგებს გვაქვს. ეს მასალები რომ შევკრა და წიგნად გამოვცე, ბევრი „ვაი დედას” იყვირებს.

ყოველთვის სამხრეთამერიკული და ევროპული ფეხბურთის სინთეზისკენ ვისწრაფვოდი. ამავდროულად, არც ფიზიკურ მომზადებას ვივიწყებდი. სხვათა შორის, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სპორტის სხვა სახეობებსაც ვადევნებდი თვალს: მაგალითად რაგბს, ჰოკეის, კალათბურთს და რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ვცდილობდი რაღაც კომბინაციები ამ თამაშებიდან ფეხბურთში გადამეტანა.

საკუთარ თავში ყოველთვის ბევრ ნაკლს ვხედავდი. ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, მაგრამ ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამის საჭიროებაც დგებოდა. უეცარი აფეთქება ვიცი, ხანდახან ბიჭებთან ურთიერთობაში უხეშიც ვარ, ვერასდროს ვეგუები, როცა ვინმე უგულისყუროდ ვარჯიშობს. ასეთი შეიძლება საწვრთნელი პროცესიდანაც დავითხოვო…

1982 წლის გაზაფხულზე თბილისის „დინამოს” და ლიეჟის „სტანდარდის” ნახევარფინალურ მატჩებს იმ კონკრეტული მომენტისთვის საბჭოთა ფეხბურთის მთავარ მოვლენად განვიხილავდი, მაგრამ მოსკოვში, საფეხბურთო კავშირში ასე არ თვლიდნენ – ოფიციალურ თამაშებამდე 7 დინამოელი მიიწვიეს ნაკრებში არგენტინაში დაგეგმილ ამხანაგურ ტურნეში. ამ არაფრისმომცემი შეხვედრებით მხოლოდ „დინამო” დაზარალდა, თუმცა ცხადია, მხოლოდ არგენტინაში გამოსვლით არ აიხსნება ბელგიელებთან ჩვენი წაგება.

1982 წლის ჩემპიონატის მიწურულს, კიეველებთან იმ ცნობილი მარცხის შემდეგ (16 ნოემბერს 1:5 თბილისში – ლ.გ.), ბიჭები შინ გავუშვი. ვიფიქრე, ყოველივე, რაც დაგვემართა, სჯობს მშვიდ ატმოსფეროში გადაიტანონ, გაიაზრონ-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი გუნდის სამი წევრი სასტუმრო „აჭარის” რესტორანში შევიდა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავბრაზდი. ცხადია ისინი დაისაჯნენ. რა, სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი? მათ ეგონათ, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ, ეს კი ასე არაა. გუნდში მერყევი ხასიათები არ მჭირდება. არასაიმედო კაცი მინდორზეც არასაიმედო იქნება, ამას კი არასდროს დავუშვებ.

თბილისში ჩამოსული „ვალენსიის” თავკაცმა მილიან მილიანიჩმა ასეთი ამბავი მიამბო. როცა ის მადრიდის „რეალს” წვრთნიდა, გუნდმა ერთ-ერთი საერთაშორისო შეხვედრა მოულოდნელად წააგო. მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ ყველა თავისთან მიიწვია ვახშამზე. ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავარ მწვრთნელს დაითხოვდა და ზოგიერთ ფეხბურთელსაც მიაყოლებდა, ბერნაბეუმ კი თქვა: „დღეს თქვენ წააგეთ მატჩი, მაგრამ ვხედავდი, რომ მოგება გინდოდათ და საამისოდ ყველაფერი გააკეთეთ. სწორედ ამიტომ მჯერა თქვენი. ყველანი პრემიას მიიღებთ და ვიმედოვნებ, რომ ამ მარცხს გააანალიზებთ და მომავალში თქვენს გულშემატკივრებს გულს აღარ ატკენთ”. როცა კიეველებთან თბილისში ჩვენთვის უმაგალითო ანგარიშით წავაგეთ, მეგონა, რომ მომდევნო შეხვედრაში ოდესის „ჩერნომორეცთან” გულშემატკივრები აღარ მოვიდოდნენ.  ძალიან გამიხარდა, რომ ოდესელებთან „დინამოს” მხარდასაჭერად თითქმის 40 ათასი კაცი შეიკრიბა. მგონი, გუნდმაც შეძლო და მადლობა „გადაიხადა” – ჩვენ ხომ ის თამაში მოვიგეთ!

იჩქარა თუ არა დავით ყიფიანმა ფეხბურთიდან წასვლა? მე ვერ გავკიცხავ მას. ის საკუთარი თავისადმი ძალზე მომთხოვნია და თამაშის დონის დაქვეითება მისთვის ტანჯვა იქნებოდა. სხვა საქმეა, რომ ფეხნატკენ ყიფიანს მეტი შეუძლია, ვიდრე ზოგიერთ სხვა მოთამაშეს – ორი ფეხით, მაგრამ აბა წამით დაფიქრდით, თავად დავითი თუ იქნებოდა კმაყოფილი? ხანდახან სახელის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე სახელის გათქმა. ყიფიანის პიროვნული მასშტაბი იმ ღირსებამ გამოაჩინა, რომლითაც შეძლო და წავიდა. მისი წასვლა თითოეული დინამოელისთვის დანაკლისი იყო.

„დინამოში” მუშაობისას აღრიცხვაზე მყავდა ყველა, ვინც მომწონდა, ისინიც კი, ვინც ამა თუ იმ მიზეზით საქართველოს ფარგლებს გარეთ მიდიოდა, მაგალითად სასწავლებლად ან ჯარში. დიღმის ბაზაზე ყოველთვის ვმასპინძლობდით იმ გუნდებს, რომლებიც „სიჭაბუკის” ან „იმედის” თასზე მიემგზავრებოდნენ. ბიჭებს, რომლებიც მომავალ დინამოელებად მოიაზრებოდნენ,  ყოველთვის საქმეში ვნახულობდი.

არასდროს ვყოფილვარ პრესასთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო სერიოზული და საქმიანი. რაც შეეხება ურთიერთობას ფეხბურთთან მიტმასნილებთან, რომლებიც კორესპონდენტის საშვის წყალობით თავისუფლად შედიან პრესის ლოჟაში ან გასახდელში, მათზე ახლაც იგივე აზრის ვარ: ასეთები არამარტო გუნდს, ჟურნალისტებსაც ხელს უშლიან.

კრიტიკას ყოველთვის ნორმალურად აღვიქვავდი, მაგრამ დაუსაბუთებელ, ჭორებზე აგებულ მონაჩმახზე კომენტარის გაკეთება არასდროს მიმაჩნდა საჭიროდ.

ტრიბუნების რეაქცია ცხადია თამაშზეც აისახება, ვინაიდან შეძახილი, პირველ რიგში, მოთამაშეზე ახდენს გავლენას. ზოგს ჰგონია, რომ ლანძღვა-გინება კარგი ტონია და რადგან ბილეთში ფული გადაიხადა, საკუთარ თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. იცით, ერთმა როყიო სიტყვამაც კი შეიძლება ისეთ ნოკდაუნში ჩააგდოს რომელიმე ნიჭიერი მოთამაშე, რომ შესაძლებლობები არათუ იმ კონკრეტულ მატჩში, მთელი კარიერის განმავლობაშიც ვეღარ გამოავლინოს. ამიტომ, ქომაგებს დიდი სიფრთხილე მართებთ. ფეხბურთელს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. თუნდაც იმიტომ, რომ მისი საქმე ჩვენთვის სიხარულის მოტანაა. თუ რაღაც არ გამოუვიდა, შეეცადეთ მასში ადამიანი დაინახოთ და გვერდში დაუდგეთ. თუ ფეხბურთის ადამიანურ არსს არ ჩაწვდი, ვერც ფეხბურთში გაერკვევი.

თბილისში სტუდქალაქის სტადიონზე გაიზარდა ვაკის ახალგაზრდობა. იქვეა სპორტის დეპარტამენტი, მაგრამ დაინტერესდა ვინმე ქალაქის ცენტრში ამხელა სტადიონის ადგილას რომ სახლებს აშენებენ? ადრე სკოლებსა და ეზოებში ბურთს დასდევდნენ, ახლა სად ითამაშონ ბავშვებმა?

ზოგს ჰგონია, რომ რახან დიდი ფეხბურთელი იყო, მისი აზრი ჭეშმარიტებაა. ფეხბურთელობა სხვა პროფესიაა და მწვრთნელობა – სულ სხვა. განცალკევებით დგას საფეხბურთო ფუნქციონერი – სხვანაირი თვისებები და გონებაა საჭირო. ვუყურებ და ვხვდები, რომ ბევრს სურს ქართული ფეხბურთის ისტორია თავისი პერსონიდან დაიწეროს. ასეთები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ.

გინახავთ სადმე გაზეთში რაგბისტმა რაგბისტს აგინოს, ან მოჭადრაკემ მოჭადრაკეს? მაინცდამაინც ჩვენთან ხდება ასე! ყველას ჰგონია, რომ იყო ბუმბერაზი. სწორედ ამან მოიყვანა ქართული ფეხბურთის საქმე აქამდე!“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

09:33; 1 თებერვალი, 2026

რა გახდა ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის მიზეზი

„გადაგდებული“ მილიციის ოპერები

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო