თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა.
როგორც ირკვევა, ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში მონაწილეობას 15 გუნდი მიიღებს და ის სტარტს 9 აგვისტოდან აიღებს.
ტურნირს ხუთი დებიუტანტი ჰყავს _ “მცხეთა”, “თუშეთი”, “კვარტალი”, “გერლ ფაუერი” და “დინამო სოხუმი” ქალთა ლიგაში პირველად იასპარეზებენ.
დებიუტანტების გარდა, ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონში მონაწილეობას “ლანჩხუთი”, “ნიკე”, “ნორჩი დინამო”, “მართვე”, “კოლხეთი ხობი”, “გორი იუნაიტედი”, “ივერია”, “სამეგრელო”, “ბათუმი” და “ზარზმა” მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა ერთ წრედ გაიმართება და მატჩები მიმდინარე წლის 9 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.