ამ წუთებში ქართული ოიცნების ოფისთან ნუკრი ქანთარია იმყოფება. ქანთარიას თქმით, “ქართულ ოცნებას” არავისთვის შეუთავაზებია პარტიაში დაბრუნება და “ქართულ ოცნებასთან” მოსალაპარაკებმად ის ადამიანები მიდიან საკუთარი ინიციატივით, ვისაც გული შესტკივა.” ახლა ხდება სწორედ მობილიზაცია, თვით ინიციატივით მოდის ხალხი, ვისაც უნდა რომ დაუდგეს “ქართულ ოცნებას” ისევ გვერდით. ახლა ტყუილ-მართლის გარჩევის დრო არ არის. ხდება მაქსიმალური კონსოლიდაციები”,_განაცხადა ქანთარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის საფრთხე რაც “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ჰქვია, თავიდან აცილებული უნდა იქნეს. “ფეხდაფეხ მოგვდევს ნაციონალური მოძრაობის მატრიოშკა და ეს საფრთხე თავიდან აცილებული უნდა იქნეს”, _განაცხადა ქანთარიამ.

































































