თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გაზის ბალონი გადმოაგდეს.
როგორც თვითმხილველებმა “მოამბეს” აცნობეს, ბალონი რამდენიმე სანტიმეტრით აცდა მცირეწლოვან ბავშვს.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
მოქალაქეებმა პატრული გამოიძახეს.