სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს.
როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას ურთავს.