პენიტენციური სამსახურიდან, რეორგანიზაციის შედეგად, 190 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ წერს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ინფორმაციას ადასტურებენ.
მათი ცნობით, 2019 წლის 15 იანვარს რეორგანიზაციის პროცესის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიაწოდეს თითოეულ თანამშრომელს, ვისაც ეხებოდა რეორგანიზაცია. პროცესი შეეხო როგორც სამოქალაქო დანაყოფს, ასევე სპეციალური დანაყოფის ერთ ნაწილს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც 22 თებერვალს დასრულდა, შტატით გათვალისწინებული 4 070 პოზიციიდან 190 თანამშრომელი გათავისუფლდა, რომელთაც კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო კანონით დადგენილი წესით მიეცემათ.