24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა 20 მაღალმოძრავი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა (MLRS) HIMARS, რამაც ფრონტზე შეცვალა სიტუაცია. ამის შესახებ Politico წერს.
მოსკოვა დღემდე ვერ გაანადგურა HIMARS-ის ვერცერთი გამშვები, _თქვა აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება მეტი არტილერია, რადგან ომში საბრძოლო მასალის მოხმარების ტემპი მაღალია – უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ისვრის 4-7 ათას საარტილერიო ჭურვს, ხოლო რუსეთი 20 ათასს.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ხერსონისთვის ბრძოლა შეიძლება დასრულდეს “მომდევნო ორ–სამ კვირაში“. მაგრამ უკრაინაში ბრძოლა მხოლოდ გაზაფხულზე გამკაცრდება, პროგნოზირებს პენტაგონის წარმომადგენელი.
ავტორი