ენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეიშეირას ბრალი წარედგინა.
CBS News-ის ინფორმაციით, ბრალდება ეხება ორ მუხლს. ესენია: „ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის არასანქცირებული შენახვა და გადაცემა“ და „საიდუმლო დოკუმენტებისა და მასალების არასანქცირებული ამოღება და შენახვა“.
პირველი მუხლის მიხედვით მაქსიმალური სასჯელის სახით 10-წლიანი პატიმრობა, მეორე მუხლის მიხედვით კი 5-წლიანი პატიმრობა არის გათვალისწინებული.