პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინაში პატრიოტის სისტემით რუსული რაკეტა Kinzhal-ის ჩამოგდება.
”მე შემიძლია დავადასტურო, რომ მათ ჩამოაგდეს რუსული რაკეტა პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით,” – თქვა პენტაგონის პრესმდივანმა, რაიდერმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრი მიაწოდეს, მათ შორის პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის სისტემა.
_ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ხმელეთზე დაფუძნებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და საბრძოლო მასალის გამოყენებას, რათა დაეხმაროს უკრაინას გააკონტროლოს მისი სუვერენული ცა და დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსული საკრუიზო რაკეტებისა და ირანული თვითმფრინავებისგან, _ დასძინა რაიდერმა.