უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის მიერ გაკეთებული განცხადებით, ფერმერებისთვის, ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროები იცვლება.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სარეალიზაციო პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან, იქნება 23:00 საათიდან 04:00 საათამდე“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.