რუსეთს სურს უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, თუმცა მნიშვნელოვანია საწყისი მიზნების მიღწევა,_ განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, იტყობინება TASS.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები „ამხნევებენ“ უკრაინას მოლაპარაკებების ხელშეწყობის ნაცვლად.
სპიკერის თქმით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია „დინამიურია“ და მიანიშნებს უკრაინის ბრძოლის ველზე პოზიციის მუდმივ კლებაზე.
მან დასძინა, რომ უკრაინელების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობას „რუსეთის პირობებით“, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში გაიზრდება, ქვეყანაში არსებული შიდა ზეწოლის მიუხედავად.
პესკოვმა ასევე შეაქო ყაზახეთის მზადყოფნა, უმასპინძლოს და ხელი შეუწყოს მოსკოვსა და კიევს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი „მაღალ შეფასებას აძლევს“ ასტანას პოზიციას.
მან ყაზახეთი „განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ პარტნიორად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მზადება სრულდება პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის სახელმწიფო ვიზიტისთვის რუსეთში, რომელიც სამშაბათს იწყება.




























































