მარნეულში ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა შექმნეს განსხვავებული დეკორაციები და ქალაქი სახელწოდებით „ჩვენი ოცნებების, არცთუ ისე სრულყოფილი ქალაქი”.
ფესტივალის პირველ დღეს, მოსული სტუმრებისთვის, შექმნილი იყო ბავშვთა ზონა, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, სამუშაო შეხვედრები/ვორკშოფები სხვადასხვა თემაზე და კინომოყვარულებისთვის კინოთეატრის ზონა.
ღონისძიების მეორე ნაწილი კი მუსიკალურ ღონისძიებებს დაეთმო. დიდ და მცირე სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორ ქართველი ისე უცხოელი შემსრულებელები. კერძოდ, Yogaddin (აზერბაიჯანი), Infest (საქართველო), Jrimurmurner (სომხეთი), პოლონური ხალხური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი პოლონეთიდან Psio crew და ყველსათვის საყვარელი ქართული ფოლკლორული გუნდი Gordela.
აღსანიშნვია, რომ ფესტივალის გახსნის დღეს, შედგა მუსიკალური პროექტის პრემიერა გორდელასა და Psio crew ერთობლივი შესრულებით.
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ უკვე მეოთხე წელია ტარდება სამი მეზობელი კულტურის კვეთაზე,საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, – სოფელ წერაქვში და აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.
წელს ფესტივალი 12 ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ტუნისიდან, სენეგალიდან და აშშ–დან.