როდესაც სააკაშვილზე წერდა ყველა, რომ ის არის პატარა კავკასიური ქვეყნის შეშლილი დიქტატორი, რომ ამდენი რამ აქვს ჩადენილი, სადისტური სისტემა, უწოდებენ პუტინის სასარგებლო იდიოტს. ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა პოროშენკომ თავის გუნდთან ერთად, ანუ ჯანდაბას ურთიერთობა საქართველოსთან, არა უშავს, რომ მთელ მსოფლიოში გამოვჩნდები იმ ადამიანის მფარველად, რომელსაც ხელ არ ართმევენ, რომელსაც ბოლოს, როცა ჩადიოდა ლუკაშენკოს გვერდით თუ დასვამდნენ. სხვა არვინ არ გაეკარებოდა საერთაშორისო დონეზე. რაშია საქმე? – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„უკრაინის მიერ გამოქვეყნებული სია შეადგინეს აქ, აქედან ჩაიტანეს. მთავარი შეკითხვაა რატომ უღირდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ ხელი მოეწერათ და დაემტკიცებინათ. ეს არის საინტერესო. როდესაც პოროშენკო ჩადის უკრაინაში და მას ნიშნავენ თანამდებობაზე. ამ დროს აქ სასამართლოებია, გამოძიებაა, ითხოვს საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს და უკრაინას მოწერილი აქვთ ხელი ძალიან ძლიერ ხელშეკრულებებზე, მათ შორის ურთიერთ დახმარება. ჩვენ ვცნობთ ერთმანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებას, ულაპარაკოდ ვცნობთ“, – განაცხადა პეტრე მამარაძემ.
წყარო: იმედინიუსი