“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს: “საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა:
“სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს ‘ოცნების” რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში. ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის არჩევანი, არ მოვაპარინოთ ეს არჩევნები, არ გავაყალბებინოთ არცერთ უბანზე, ამასთან დაკავშირებით უნდა ვმუშაობდეთ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად და ვართ კიდეც კოორდინაციაში და ეს არის ახლა და შემდეგი ოცი დღის განმავლობაში მთავარი და ყვერლაზე პრიორიტეტული ამოცანა”, – თქვა”ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა“.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნებამდე შევა.