Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები დღეს დაზუსტდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიას შორის სატელეფონო საუბარი სწორედ დღეს გაიმართება. თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ გარკვეული პირობა ვერ დააკმაყოფილა.
Pfizer-ისგან ქვეყანა 29 250 დოზას ელოდება. თუმცა მანამდე, საქართველო ჯერ Astrazeneca-ს ვაქცინის 129 600 დოზას მიიღებს. COVAX-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაქცინების განაწილების განახლებულ სიაში საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომელიც პირველ ეტაპზე Astrazeneca-ს ვაქცინას მიიღებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.