24 ივლისს ქვეყანაში „ფაიზერის“ 500 000 დოზა შემოვა.
„ფაიზერის“ ვაქცინას ამერიკის შეერთებული შტატები საჩუქრად გადმოსცემს საქართველოს, _ ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 24 ივლისს რეგისტრაცია 12 საათამდე უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში კი, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინკიაში, სადაც მიიღეთ მომსახურება პირველ ვაქცინაზე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ „ფაიზერის“ 28 000 დოზა პირველად 14 ივლისს მიიღო.
ავტორი: ნინო სილაგაძე