ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე ფეისბუქით მოსახლეობას ამცნობს, რომ მომავალი კვირიდან ოზურგეთში „ფაიზერით“ იმუნიზაცია დაიწყება
„სასიხარულო ინფორმაცია ქვეყნის და გურიის მოსახლეობისათვის _ მომავალ კვირაში ოზურგეთის „მედალფაში“ მოსახლეობის ფაიზერის ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყება.
კლინიკის იმუნიზაციის კაბინეტი კვირაში 7 დღე იმუშავებს.
ყველაფერი კარგად იქნება _ ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს“, _ წერს მდინარაძე.