“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.
“ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა”, – წერს ჩერგოლეიშვილი ცნობილი სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ და ზურაბ დათუნაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობაში
სკანდალური დასასრული ჰქონდა.
87 გკ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის ბოლოს, მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მისცა და ისიც ერთი ქულით დაწინაურდა.
ამას ჯერ დათუნაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, შემდეგ კი ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა და გულშემატკივართა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შესაბამისად, ორთაბრძოლა არ დასრულებულა. გამარჯვება კობლიაშვილს მიენიჭა და ოქროს მედალი მან მოიპოვა.
ამის შემდეგ ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება და სერბეთში წავიდა.
2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე დათუნაშვილი სერბეთის სახელით გამოდიოდა და მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სერბ ხალხს მან დაფასებისთვის მადლობაც გადაუხადა.
“ძალიან მიხარია, რომ მედლის აღება შევძელი. ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო. ამ წარმატებას სერბ ხალხს უნდა ვუმადლოდე, რომელთაც ჩემი დაიჯერეს და ნდობა გამომიცხადეს. მადლობა, სერბეთო!”