1991 წლიდან სტაფილომ მეტამორფოზა განიცადა. ყოველ შემთხვევაში, ამ წლიდან ევროპაში ის ხილად იწოდება და არა ბოსტნეულად. პორტუგალიაში წარმატებით ამზადებენ და მიირთმევენ სტაფილოს მურაბასა და ჯემებს. ევროპელები ამ ნუგბარს საუკეთესოდ მიიჩნევენ.
კარტოფილი ევროპამ მეჩვიდმეტე საუკუნეში გაიცნო, მაგრამ, არა როგორც საკვები, არამედ, როგორც დეკორატიული მცენარე. მეთვრამეტე საუკუნეში კარტოფილის კერძებს დესერტად მიირთმევდნენ რუსეთში – მას პირდაპირ ხარშავდნენ და ბლომად აყრიდნენ შაქარს.
პომიდორი ევროპაში დიდხანს მიაჩნდათ მავნე პროდუქტად. მაგალითად, 1774 წელს, დანიაში დეკრეტიც კი გამოსცეს, სადაც ეწერა: ეს ნაყოფი უკიდურესად საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ჭკუაზე შლის მათ, ვინც გემოს გაუსინჯავსო და „ცოფიანი ხილიც“ კი შეარქვეს.
მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში კიტრი ინგლისში დიდი იშვიათობა იყო. ექიმები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიტრის უარყოფითი, მავნე თვისებების აღწერაში. ამბობდნენ, სასიკვდილოდ შხამიანია და გაციებას იწვევსო.
თალგამის დათესვა ხელით საკმაოდ რთულია. საქმე ისაა, რომ მას უწვრილესი თესლი აქვს. ამიტომ, ძველ რუსეთში მას მუჭით იყრიდნენ პირში და მერე აფურთხებდნენ, ანუ – თესავდნენ. შორს გადამფურთხებლები ხალხში დიდი პატივით სარგებლობდნენ.
სპეციალისტები დღემდე მსჯელობენ და ვერ შეთანხმებულან, ანანასი ხილია თუ ბოსტნეული. ეკატერინე მეორის დროს მდიდრები საკმაოდ ბევრ ანანასს ჭამდნენ. გრაფი ალექსანდრ სტროგანოვის ბრძანებით, დაჭრილ ანანასს ძმარში აწყობდნენ, ანანასისგან ბორშჩსა და შჩის ამზადებდნენ. კომბოსტოსავით ამწნილებდნენ.
მწვანე ბარდა, პირველი ბოსტნეულია, რომელიც კონსერვის ქილაში აღმოჩნდა.
ავტორი