ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 15 კუბური მეტრი წიფელის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სახერხი საამქრო დალუქულია და, უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან ერთად, გადატანილია ზემო ხოდაშენის საქმიან ეზოში.
„სოფელ ომალოში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.