ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა.
გამგეობის 7-მა წევრმა 4 წლის ვადით კვლავ ამჟამინდელი პრეზიდენტი თათია აფციაური აირჩია, რომელმაც სხდომის ფარგლებში გასული 4 წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სხდომაზე აირჩა ვიცე პრეზიდენტი, მზია კანდელაკი და გენერალური მდივანი, ლუდვიგ ღაღანიძე.