”ხვალ არის 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის,“ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით.
„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ და 23 ნოემბერია, არის ვარდების რევოლუციის დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, რომელსაც ართმევენ და წაართვეს კიდეც ამ არჩევნების შედეგად,”- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.