mythdetector-ის ინფორმაციით, ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება.
“29 აგვისტოს ფეისბუქ პროფილებმა Giorgi Tchurgulia და “გოგონა ვარ გოგონა” გამოაქვეყნეს მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფოტო, რომელსაც პოსტში თან ერთვის შემდეგი ციტატა: “საქართველოში, რაც უფრო მეტი ევროპელი იცხოვრებს და ნაკლები ქართველი, მით უფრო მალე განვითარდება ეს ქვეყანა”. ფეისბუქ პოსტებში აღნიშნულია, რომ ციტატა ნიკა გვარამიას ეკუთვნის.
პოსტებში არ არის მითითებული თუ სად და როდის გააკეთა ნიკა გვარამიამ განცხადება საქართველოში ევროპელებისა და ქართველების რაოდენობის შესახებ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ სხვა წყაროში არ იძებნება. “მითების დეტექტორმა” საპატიმროში ნიკა გვარამიას ადვოკატის მეშვეობით გავრცელებულ პოსტზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. გვარამიამ წერილობით აღნიშნა, რომ ციტატა მას არ ეკუთვნის”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.