ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს? კვარა წიგნით ვნახეთ და „ამას რას ვხედავთ“ ამბავში გვიხარია?”- ასე გამოეხმაურა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს და კომენტარებს ფოტოს შესახებ.
„ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს? ანუ ზოგადად იგულისხმება, რომ უტვინო და გაუნათლებელია ფეხბურთელი და კვარა წიგნით ვნახეთ და “ამას რას ვხედავთ” ამბავში გვიხარია?
არა, არა...”- წერს ნიკა გვარამია..
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს თუ რა წიგნს კითხულობს ხვიჩა კვარაცხელია. ფოტოს გულშემატკივართა მხრიდან დადებითი ემოციები მოჰყვა.