„ვიმყოფები საერთაშორისო ფორუმზე პოლონეთში, სადაც გამოსვლა მაქვს, უამრავი ქართველი შემხვდა ვარშავის და ვროცლავის აეროპორტებში.
მასობრივად მიდის ხალხი გერმანიაში და პოლონეთში.
ფეხებით არის დასაკიდებელი ივანიშვილი დემოგრაფიული კატასტროფისთვის, რომელიც მოუწყო საქართველოს – ჩაიდინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ისტორიული დანაშაული საქართველოს ისტორიაში!
იმდენი ქართველის გაყვანას, რამდენიც ივანიშვილის დროს გავიდა ბოლო 3-4 წელიწადში, ჩვენმა ფეოდალებმა შუა საუკუნეებში, მონებით ვაჭრობის დროს მოანდომეს ოთხმოცი წელი – ამან, ყველა რეკორდი მოხსნა!
ყველა ერთი და იგივეს მეკითხებოდა „როდის დავბრუნდებით საქართველოში?“ „დაგვაბრუნეთ საქართველოში“ იმისათვის, რომ მეტი აღარ წამოვიდეს აუცილებლად ჩავალთ საქართველოში და აუცილებლად შევცვლით იქ სიტუაციას რაც არ უნდა დაგვიჯდეს!“- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.