ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ, მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანაში, მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს და მერე, მხარდაჭერას ვუცხადებო… ამას ჰგონია იმაში მოხვდა, რომელიღაც იმაში – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას განცხადებით, ფონ კრამონს „ამ ტონალობაში საუბარი შეეშალა და იმედია ბოდიშს მოიხდის”.
,,ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ, მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანაში, მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს და მერე, მხარდაჭერას ვუცხადებო… ამას ჰგონია იმაში მოხვდა, რომელიღაც იმაში… ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის კულტურის, ტრადიციების, აკადემიური საზოგადოებით და ამ ტონალობაში საუბარი, ძალიან შეეშალა ქალბატონ კრამონს და იმედია, ამას გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის… ჩემთვის ქალბატონი კრამონი, კუბილიუსა და კიდევ რამდენიმე, არასდროს არ ყოფილან პოლიტიკოსები და არც იქნებიან, ისინი არიან ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები.
ამ ქალბატონმა იკადრა, გამოვიდა და თქვა, სადაც „მოლოტოვის კოქტეილს” ისვრიან, მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ეს გააკეთოს თავის ქვეყანაში, “მოლოტოვის კოქტეილი” თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს და შემდეგ გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს, აბა რას უზამენ მერე და დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში, მაგრამ აქ მოსულა, საქართველოა და მოსულა?! კეთილი ინებოს პატივი სცეს ამ ქვეყნის ავტორიტეტს, კულტურას, სუვერენიტეტს, ხალხს და სამართლებრივ სახელმწიფოს,”- განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 1 აპრილს კანცელარიასთან 21 წლის დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
ავტორი