ლონდონში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც euronews იუწყება, ფერმერები აპროტესტებენ გადასახადის გაზრდას და 1990-იანი წლებიდან დაწესებული საგადასახადო შეღავათის მოხსნას, რომელიც ათავისუფლებს ფერმის მესაკუთრეს მემკვიდრეობის გადასახადისგან.
გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის აპრილიდან 1 მილიონ ფუნტზე (1,3 მილიონ დოლარზე) ღირებულების ფერმები დაექვემდებარება 20%-იან გადასახადს, როდესაც მფლობელი მოკვდება და ქონება მომავალ თაობას გადაეცემა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცვლილებები გაანადგურებს ოჯახურ მეურნეობებს.