ფინეთმა რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება შეწყვიტა, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინეთის რკინიგზის კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, გადაწყვეტილება რუსეთის რკინიგზის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. რკინიგზაში განმარტავენ, რომ კომპანია ვალდებულია შეზღუდვების პირობები შეასრულოს.
“რუსეთსა და ფინეთს შორის სატვირთო მიმოსვლის გაგრძელება აღარ არის შესაძლებელი რუსეთის რკინიგზაზე (RZD) დაწესებული სანქციების გამო. VR Group ვალდებულია შეასრულოს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები” – ამბობს VR ტრანსპოინტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, მარტტი კოსკინენი.
VR Transpoint რუსეთიდან მიმავალი სატვირთო მატარებლების მიღება დღეს 12:00 საათიდან შეწყდა.