ფიფამ გამოძიება დაიწყო შეფ-მზარეულის ნუსრეტ გოკჩეს, Salt Bae სახელით ცნობილი, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოედანზე ყოფნის გამო, იტყობინება The Telegraph.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ მოედანზე პოპულარული თურქი შეფ-მზარეული ნუსრეთ გოკჩე გამოჩნდა, რომელმაც არგენტინელებთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.
ფიფას წესების მიხედვით, თასი ხელში მხოლოდ სხვადასხვა წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულებს, ასევე სახელმწიფოს მეთაურებს და ორგანიზაციის პრეზიდენტს უნდა ეჭიროთ.
FIFA-სა და Gokce-ს შორის ოფიციალური პარტნიორობა არ არსებობს, მაგრამ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აქებს Nusr-Et რესტორნებს.
წყაროს ცნობით, შეფს მინდორზე შესვლის ნებართვა ინფანტინოსგან არ მიუღია. FIFA-ს წარმომადგენლები ახლა გაარკვევენ, ვინ დაუშვა გოკჩე მოედანზე.
წყარო: goal.ge