ვერძი, ლომი და მშვილდოსანი
ფიტნესის დიდი თაყვანისმცემლები არიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და უპირატესობას კოლექტიურ ვარჯიშებს ანიჭებენ.
განტვირთვისთვის მთაში ან ტბაზე წასვლა შეუძლიათ. ასევე, სასარგებლოა ველოსიპედის ტარება.
სავარჯიშო სამოსის შერჩევისას უპირატესობა წითლისა და ყვითლის ტონალობებს მიანიჭეთ.
სასწორი, მერწყული და ტყუპები
ამ ნიშნების აქტიურობა და სიმსუბუქე სპორტშიც მრავალფეროვნებას მოითხოვს. სასურველია სუფთა ჰაერზე ვარჯიში. საუკეთესო სპორტია კალათბურთი და ხელბურთი. ტონუსისთვის კი სამეჯლისო, სპორტული ცეკვები. მათ მალე ბეზრდებათ მონოტონური ვარჯიშები.
შეარჩიეთ ცისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი სპორტული სამოსი.
კირჩხიბი, მორიელი და თევზები
ნაკლებად აქტიურები არიან. ხანგრძლივი სპორტული დატვირთვა მათთვის არაა. ისინი თითქმის არ სტუმრობენ ფიტნეს ცენტრებს. ძირითადად, დილის გარბენით შემოიფარგლებიან.
აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სითბო და კომფორტი.
სპორტული ტანსაცმლის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ფერებს: ლურჯი, ცისფერი, თეთრი.
თხის რქა, კურო და ქალწული
უპირატესობას დიდ სპორტულ დატვირთვას ანიჭებენ. ვარჯიშისთვის სპეციალური დრო უნდა გამოყონ. ამ ნიშნებს ყველაფრის დაგეგმვა უყვართ.
სპორტული სამოსის ფერებია: მწვანე, თეთრი, ლურჯი და ბეჟი.
[sexy_author_bio]