სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკურში გადაიზარდა. ხმაური კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ რუსულ კანონთან და თბილისში გამართულ პროდასავლურ აქციებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, სახელისუფლებო გუნდმა კი ისინი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
გარდა ამისა, საკრებულოს პარტია ა „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი” დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა. აღნიშნული წითელი ბარათიდან “ოცნების” დეპუტატმა “თვითმფრინავი” გააკეთა.
ფიზიკური დაპირისპირება კი დარბაზში დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.
ენმ-ს დეპუტატმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები ყოველდღიურად იღუპებიან ბატუტებსა თუ საქანელებზე, რამაც ოცნების” დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გააღიზიანა და კუპრავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩარეთნენ, რასაც ფიზიკური შეხლა- შემოხლა მოჰყვა.
წყარო: მთავარი არხი