ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ბათუმში, 1 პირი დაშავდა. ინცინდენტი TV25– ის ინფორმაციით, ღამით გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მოხდა.
როგორც თვითმხილველი TV25.G E-ს უყვება, ერთმანეთს ორი პირი დაუპირისპირდა. მოტივი უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პირველადი ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.



































































