“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კახი კალაძეს და მამუკა მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი.
“მამუკა მდინარაძის პოსტი, რომელიც მოსახლეობას არწმუნებდა ე.წ. “რუსული კანონის” ევროპულობასა და გამჭვირვალობაზე, Facebook-მა დარეკლამებისას დაბლოკა.
კახა კალაძემ 200 აშშ დოლარი გადაიხადა ვიდეო მიმართვის დასპონსორებისთვის, რომელიც არასახელისუფლებო მედიებს აკრიტიკებდა.
Facebook-მა თბილისის მერსაც წაუშალა პოსტზე რეკლამა, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”