https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ფონდების დაყადაღება პროტესტის დასჯისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის კიდევ ერთი აგრესიული მცდელობაა”

15:16; 18.03.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სხვადასხვა ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს, გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და საბოლოოდ მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას.

“2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო ა(ა)იპ “ნანუკას ფონდი”-ს , ა(ა)იპ “ფროსფერითი”-ს, ა(ა)იპ “ფონდი ერთმანეთისთვის 24/7”-ს, ა(ა)იპ “სირცხვილია”-ს და ა(ა)იპ “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”-ს საბანკო ანგარიშებს და მათზე არსებულ ფულადი სახსრებს. თითოეულმა ფონდმა ყადაღის დადების თაობაზე მოულოდნელად სამუშაო პროცესში შეიტყო და მათ ამ დრომდე არ ჩაბარებიათ სასამართლოს განჩინებები.

პროკურატურის ინფორმაციით, ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენს  საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, რომელიც ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებს. პროკურატურის ინფორმაციით, მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ზემოთ დასახელებული ფონდები მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. აგრეთვე დასახელებული ორგანიზაციები წარმართავენ თანხებს სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უზრუნველყოფენ სამართალდამრღვევი პირებისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდას. პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

აღსანიშნავია, რომ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელსაც, მათ შორის,  ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარაშვილი წარმოადგენენ.

ყადაღასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე და 152 მუხლები აწესრიგებს. ამ მუხლებით დადგენილი ძირითადი სამართლებრივი სტანდარტები შემდეგია:

  1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული (151.1. მუხლი).
  2. ყადაღის მექანიზმი აგრეთვე შეიძლება გამოყენებული იქნეს ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების, ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მხარდაჭერის დანაშაულის მომზადების ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან მის აღსაკვეთად (151.2 მუხლი).
  3. ქონებაზე ყადაღის დადება შესაძლებელია მაშინაც როდესაც  არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზების დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა (151.3 მუხლი).
  4. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით შეიძლება ასევე ყადაღა დაედოს ქონებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მისაღწევად: ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად; ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად; გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად (151.3 პრიმა მუხლი)
  5. ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში პირს ეკრძალება ქონების განკარგვა, ცალკეულ შემთხვევაში კი შესაძლებელია ქონებით სარგებლობის აკრძალვაც (152 მუხლი).
  6. ქონებას ყადაღა ედება გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ყადაღის დადების მიზანს წარმოადგენს სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-3 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა ქონებას ყადაღა ედება 12 თვის განმავლობაში, რომელიც შემდგომ შესაძლებელია კიდევ სამჯერ 12 თვიანი ვადით გახანგრძლივდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ყადაღის დადების მექანიზმის გამოყენების კონსტიტუციურობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სახელმწიფოს გააჩნდეს აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების ლეგიტიმური საჯარო მიზანი, კერძოდ, ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფის გზით მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების, ნივთიერი მტკიცებულებების დაზიანებისგან დაცვის და ახალი დანაშაულის პრევენციის მიზნები, აღნიშნული მიზნების მიღწევა სახელმწიფომ შესაძლოა უზრუნველყოს საკუთრების მზღუდველი სხვა რეგულაციებით და არა ავტომატურად ქონებაზე ყადაღის დადებით, რომელიც როგორც უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს განხილული. ამდენად, იმისათვის რომ საერთო სასამართლოებმა მიიღონ გადაწყვეტილება ქონებაზე ყადაღის დადების საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებაზე მნიშვნელოვანია შეფასდეს ყადაღის დადების მიზნობრიობა, ქონების მესაკუთრის შემხებლობა ქონების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან და გამოყენებული მექანიზმის პროპორციულობა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ფონდებისათვის ყადაღის დადების საქმეზე ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით და რა შინაარსით არის ყადაღა დადებული, პროკურატურის მსჯელობაში უკვე ჩანს რამდენიმე ძირეული სამართლებრივი პრობლემა: 1. პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარება, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე მოქალაქეებისთვის არაპროპორციული ჯარიმების გადახდა საზოგადოებრივი ფონდების მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ წარმოადგენს უკანონო საქმიანობას და ის არ შეიძლება კონკრეტული პირების დევნის საფუძველი გახდეს. ზემოთ განხილული ფონდების მიზანი “ქართული ოცნების” ავტორიტარული და რეპრესიული პრაქტიკების შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა და სრულად ექცევა კანონით დადგენილ ფარგლებში; 2. პროკურატურის მიერ დასახელებული საგნები, რომელთა შეძენასაც ფონდები აქციებთან კავშირში ახდენდნენ (პიროტექნიკა, რესპირატორები, აირწინაღები, ჩაფხუტები) არ წარმოადგენს/არ წარმოადგენდა  უკანონო საგნებს და შესაბამისად, მათი შეძენის გამო ფონდებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება აშკარად თვითნებური და უკანონოა; 3. პროკურატურის განცხადებაში არ ხდება ფონდების დიფერენცირება, მათი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზება და დასაბუთება, თუ კონკრეტულ ფონდებს რაზე ედავებიან. მათ შორის, მიღებული გადაწყვეტილებით არ არის გათვალისწინებული ის განუზომელი და შეუქცევადი ზიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (მაგ. ადამიანის უფლებათა სახლი) ყადაღის დადებას შეიძლება მოჰყვეს და უხეშად დაარღვიოს მათი გაერთიანების თავისუფლება.

ჩვენი შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა, რომელიც ხელყოფს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცულობას და “ქართული ოცნების” მხრიდან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიულ მცდელობას  წარმოადგენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს საკითხის შესწავლას და ფონდებისათვის სასამართლოს განჩინებების ჩაბარებისა და ანალიზის შემდგომ, საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს დამატებით წარვუდგენთ”,_ ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრიფონდების დაყადაღება
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7 თებერვალი, 2026

რატომ გაძვირდა პური

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია რუსთავში- დაკავებულია რამდენიმე პირი

9:57; 8.02.2026
ზაფრანი

“18 წლის ვიყავი, როცა”- ალექსანდრე ჩივაძე პირველი შეკრების შესახებ

9:45; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო