გუშინ ფონიჭალაში რამდენიმე პირმა სკოლის მოსწავლე გაიტაცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცოლად შერთვის მიზნით, სახლიდან გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.