ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს.
ფაქტს შსს ადასტურებს.
“შემთხვევა 7 თებერვალს მოხდა. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს”, _ ამბობენ შსს-ში.