გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი ლიუდვიგ შპორი თავისი ახალი ორატორიის რეპეტიციებზე მიდიოდა თავის რვა წლის ქალიშვილთან ერთად.
ბავშვი გულგრილად უსმენდა მთელ ორატორიას, მაგრამ როგორც კი გაისმოდა ფინალური ფუგა, მაშინათვე გამოცოცხლდებოდა.
შპორმა გადაწყვიტა გამოერკვია გოგონას განსაკუთრებული განწყობა მუსიკის პოლიფონიური სტილისადმი.
– შენ მოგწონს ჩემი ფუგა? – ჰკითხა მამამ.
– ო, არა მამა, – უპასუხა გოგონამ, – როდესაც ორკესტრანტები იწყებენ ფუგას, მე ვიცი, რომ შენი ნაწარმოები მთავრდება, ჩვენ მალე დავბრუნდებით შინ და ვისადილებთ.
ავტორი