„ფორმულას“ ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება. ეს გადაწყვეტილება კარგი ცხოვრებისგან არ მიგვიღია — იმისთვის, რომ ყოველდღე მე ამ ეთერში ვიჯდე და თქვენ ჩვენი სტუმრების მოსმენისა და ყურების შესაძლებლობა გქონდეთ, ათეულობით ადამიანის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.
დიდი ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტეთ, შევამციროთ საეთერო დრო, შესაბამისად, შევამციროთ ხარჯები და, სამწუხაროდ, დავემშვიდობოთ თანამშრომელთა ნაწილს.
ჩვენ აქ მრავალი თვეა უხელფასოდ ვმუშაობთ, უკვე რამდენიმე წელია რაც ფინანსურ ტურბულენტობაში ვართ.
ფორმულა უნდა გადარჩეს, ეს ეთერი არ უნდა ჩაქრეს – ესაა ჩვენი მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი მტკივნეული გადაწყვეტილება.
გამარჯობა, საქართველო! დღეიდან სწორედ ამ სიტყვებით მოგესალმებით ყოველდღე ფორმულას 12 სთ-იანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე“ — ირაკლი კიკნაველიძე.
წყარო: ფორმულა
































































