ფორთოხალი სამკურნალო ხილია, რომელიც მდიდარია A, B და C ვიტამინებით. ის წმენდს სისხლს, არეგულირებს ორგანიზმის წონას, ავსებს მას სასიცოცხლო ძალებით და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
ფორთოხლის ჭამა ძალიან სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, რადგან მასში ბევრია კალიუმი; ასევე, მისი მიღება კარგია ჰიპერტონიული, ღვიძლის დაავადებებისა და პოდაგრის გართულების დროს.
სასარგებლოა ფორთოხლის ახალგამოწურული წვენიც. ყოველდღე დალიეთ 1 ჭიქა წვენი ან ჭამეთ 3 ცალი ფორთოხალი.
ავტორი