ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ფოთის მე-10 საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
როგორც ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელი აცხადებს, მან შენიშნა, როგორ ინახავდა ბეიჯში “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ამომრჩეველთა სიებს და უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
,,ქართული ოცნების“ დამკვირვებელს ბეიჯში ედო რაღაც დაკეცილი ფურცლები, გავყევი და ვთხოვე ეჩვენებინა რა ედო ბეიჯში, ამოვატანინე, გავშალე და იყო სურათებიანი საარჩევნო სიები“, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა.
უბანზე მივიდა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა.
,,ინციდენტში ორივე მხარე დამნაშავეა, როდესაც შენ ხედავ, რომ წარმომადგენელი ან დამკვირვებელი ერევა შენს ფუნქციებში, ან რაღაც რეკომენდაციას გაძლევს, გაითვალისწინოს უნდა უბანმა თუ კი ეს რეკომენდაცია ნამდვილად კანონის ფარგლებშია. თუ არ გაითვალისწინებს, დამკვირვებელი და წარმომადგენელი ვალდებულია დაწეროს საჩივარი. დაიწერა საჩივარი. მთავარია, გაგრძელდება პროცედურა, _ განაცხადა სალომე როდონაიამ.
[sexy_author_bio]