ძლიერმა ქარმა ფოთში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა.
როგორც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორმა, გოჩა ქორქიამ განაცხადა, მომხდარის გამო, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებთ შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ,,ძლიერი ქარის გამო, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის სახურავის გარკვეული ნაწილი გადმოვარდა სკოლის ტერიტოტიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი ძლიერდებოდა და შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტარაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავა გადმოვარდნილი სახურავის ნაწილისაგან.საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგანტო , განათლებისა და მეცნიერების საგანამანათლებლო სამინისტროსთან უშუალო შეთანხმებით, სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით , ყველა გაცდენილი დღე იქნება აღდგენილი შაბათის მეცადინეობების ხარჯზე . ასევე, ყველა ზომა ტარდება იმისათვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად . ჩვენი ქალაქის სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს,“– ამბობს ქორქია.
ავტორი