ცოტა ხნის წინ ფოთში ქალმა ქალი დაჭრა. ინციდენტი ნაბადის უბანში, ერთ-ერთ მარკეტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც მარკეტის თანამშრომელია, ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში, სავარაუდოდ, შუშის ბოთლით ქალმა მიაყენა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ამ დროისთვის კლინიკა ,,ლაზილამედში” გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამ წუთებში იკითხება სავარაუდო დამნაშავე.
[sexy_author_bio]