ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ნაბაადის უბანში, ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ტრაილერი იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.





























































