ჩოხატაურში უხვი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში დაბასთან შედარებით მაღალია.
ფოტოები, რომელსაც გთავაზობთ, გადაღებულია ხიდისთავის თემში შემავალ სოფელ ჭაჭიეთში. აღნიშნული სოფელი მდინარე გუბაზეულის მარცხნივ, ზღვის დონიდან 160 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის გურიაში აღარ თოვს. გაწმენდილია გზები, თუმცა კვლავ რჩება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა რიგ სოფლებში.
[sexy_author_bio]