20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური მარში გაიმართა.
მსვლელობა დღის 5 საათზე ქალაქის რამდენიმე ადგილიდან დაიწყო და საღამოს 7 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მარშის მონაწილეებს საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.
შეკრება კონცერტით გაგრძელდა და მასში პოპულარულმა მომღერლებმა და ბენდებმა მიიღეს მონაწილეობა.
მარშის ჩატარების მიზანი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, საქართველოს ევროპული არჩევნის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იყო.