გომისმთა – უნიკალური კურორტი – მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე. ამ კურორტს უნიკალურს ბევრი მიზეზი ხდის. უპირველეს ყოვლისა, მას სამკურნალო ჩვენებები აქვს, კერძოდ, სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი ბრონქიტი, მეზენტერიული ბრონქული და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ლიმფადენიტი და ასე შემდეგ. კურორტი გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, გომისმთა, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარშიც ულამაზესია.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს, რომლებიც მერაბ სანიკიძემ სპეციალურად “გურია ნიუსისთვის” გადაიღო.
ავტორი: გუგა ლომაძე