ფქვილის და ელექტროენერგიის ფასების გაძვირების საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის ოფიცერი. შემთხვევა პაკისტანის კონტროლირებად ქაშმირში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა დაამტკიცა 23 მილიარდი რუპიის (82 მილიონი დოლარი) სუბსიდირების პროგრამა, რამაც მკვეთრად შეამცირა ხორბლისა და ფქვილის ფასი.
JAAC-ის თავმჯდომარემ შაუკატ ნავაზ მირმა თქვა, რომ ჯგუფი აპირებდა პროტესტის ზეიმად გადაქცევას მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ ახლა გააპროტესტებს მკვლელობებს.