პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის ფინანსური კონპესაციის საქმის განხილვა დაიწყო.
“2024 წლის 24 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინდა, რომ ნინოწმინდის პანსიონში ირღვეოდა ბავშვების უფლებები. ისინი იყვნენ ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, სხვა ვალდებულებებთან ერთად სახელმწიფოს დაევალა ნინოწმინდის ყოფილი აღსაზრდელებისთვის ადეკვატური და დროული კომპენსაციის გაცემა.
კომპენსაციის მოთხოვნით ნინოწმინდის ყოფილმა აღსაზრდელებმა სასამართლოს PHR-ის დახმარებით მიმართეს. ორგანიზაცია აღნიშნულ საქმეზე 2021 წლიდან მუშაობს”,_ ნათქვამია განცხადებაში.